Accessibility links

site logo site logo

ლეონიდ სლუცკი პირველ ტურში არ აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი, კენჭისყრის პირველ ტურში არ აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად. რუსი დეპუტატის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 101 დეპუტატმა, აუცილებელ 158-ზე ნაკლებმა.

დღესვე გაიმართება მეორე კენჭისყრა, რომელშიც საკმარისი იქნება მხოლოდ უბრალო უმრავლესობაც. მაგრამ იმ პირობით, თუ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის დელეგატების სულ ცოტა ნახევარი.

ლეონიდ სლუცკის გასულ წელს რამდენიმე ქალმა ჟურნალისტმა უჩივლა სექსუალური ნიშნით შევიწროვების გამო. რუსეთის ჟურნალისტთა პროფკავშირმა საპარლამენტო ასამბლეაში გაგზავნა წერილი, რომელშიც ამ ინცინდნეტზე იყო გამახვილებული ყურადღება.

თავად სლუცკი ამ ბრალდებებს უარყოფს.

დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავმჯდომარეს ირჩევს.

რუსეთის დელეგაცია კენჭისყრაში ჯერჯერობით არ მონაწილეობს. მისი უფლებამოსილება კვლავ დავის საგანია. მოელიან, რომ რუსეთის უფლებამოსილების აღდგენის საკითხი კენჭისყრაზე დღის მეორე ნახევარში გავა. თუ ამ წინადადებას მხარს დაუჭერენ, მაშინ რუსი დეპუტატები შეძლებენ შესვლას სასესიო დარბაზში და მონაწილეობას მიიღებენ კენჭისყრაში.

ამასთან რუსი დეპუტატები იმუქრებიან, რომ რუსეთი დატოვებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, თუ მათ მიმართ კვლავ შენარჩუნდება რაიმე სახის შეზღუდვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG