Accessibility links

site logo site logo

იმართება მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ


რუსთაველის გამზირიდან აქიის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ მიემართებიან. მსვლელობას წინ მოტოციკლიანი ახალგაზრები მიუძღვებიან, რომელთაც დიდი ზომის პლაკატი მიაქვთ წარწერით „გახარია წადი“. მსვლელობის დაწყებამდე მათ ჩაფხუტები მოიხადეს, რაც ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, იმის გამოხატულებაა, რომ ისინი შეუიარაღებლები არიან და მშვიდობიანად, შიშველი ხელებით აწყობენ აქცია-მსვლელობას.

აქციის მონაწილეები 22:30 საათზე დაიძრნენ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. როგორც აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა უთხრა მომიტიგნეებს. „ბატონი 10 საათზე იძინებსო და მივიდეთ, ძილი დავუფრთხოთ, ხმამაღლა დავუძახოთ, იქნებ ამ უძილობამ მაინც გადააფიქრებინოს და გადმოვიდეს ხალხის მხარეს"

მერვე დღეა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ იმართება.

აქციების მერვე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან, ერთი მოთხოვნა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები, რომლებსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, მათ შორის პატიმრობა. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, პატიმრობაში მხოლოდ 3 დემონსტრანტი რჩება.

20-21 ივნისის ღამეს, ჯამში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG