Accessibility links

site logo site logo

ციხელაშვილი: ვმუშაობთ, გალელებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაში ხელი რომ არ შეეშალოთ


ქეთევან ციხელაშვილი

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას მოჰყვა, არის ის, რომ შესაძლოა, გალელ ახალგაზრდებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაში ხელი შეეშალოთ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. მისი თქმით, ამ საკითხზე პარტნიორების დახმარებით კომუნიკაცია მეორე მხარესთან ყველა ფორმალური და არაფორმალური არხით ხორციელდება. ამას გარდა განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ სქემაზე, რათა გალელმა აბიტურიენტებმა შეძლოს საგამოცდო ცენტრებში მისვლა.

ჩვენთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან ამ უკანონო შეზღუდვით. შესაბამისად, ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რომ ეს შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებული გალის რაიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ერთადერთი გამშვები პუნქტი, ცალმხრივად 27 ივნისს ღამით ჩაკეტა. წუხელვე დეფაქტო აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაადგილება ორმხრივად იზღუდება დროებით, საქართველოში მიმდინარე “პროვოკაციული შინაარსის” საპროტესტო აქციების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG