Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტია


დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება პარალმენტმა უნდა მიიღოს, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

„მოგეხსენებათ, როგორიც გადატვირთული კვირა იყო, ამ კვირას ვერ მოესწო პარლამენტის მხრიდან ამის გაკეთება. ვფიქრობ, უახლოესი რიგგარეშე სესიაზე, რომელიც მოწვეული იქნება მოხდება უფლებამოსილების შეწყვეტა“,- აცხადებს გიორგი კახიანი.

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

21 ივნისს ღონისძიების ორგანიზატორმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ზეპირი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი დატოვა.

28 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი წერილობითი განცხადება სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე პარლამენტის კანცელარიაში უკვე შესულია.

განცხადების არსებობას ადასტურებენ პარლამენტშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG