Accessibility links

site logo site logo

თეა წულუკიანი: გახარიას გადადგომა არ იგეგმება


“მე რა მიმაჩნია, ეს არ არის მთავარი. მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება. არც არავის გადადგომა არ იგეგმება,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

თეა წულუკიანის სიტყვებით, იმის გამო რაც 20 ივნისს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მეორე პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ის გადადდა.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყანას მართავს პარლამენტი და არა გახარია. და ის [პარლამენტის თავმჯდომარე] გადადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სჯობდა ადრე, მაგრამ გადადგა. ასეთი რანგის პირისგან პასუხისმგებლობის აღება წარსულში არ გვახსოვს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG