Accessibility links

აქციის მონაწილეები "ჟუჟუნა წვიმას" მღერიან


პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები "ჟუჟუნა წვიმას" მღერიან.

თბილისში მთელი საღამოა წვიმს.

მიუხედავად ძლიერი წვიმისა, ყვითელ და ცისფერ საწვიმრებში გამოწყობილი დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ.

აქციის მონაწილეებს ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი მეგაფონის საშუალებით მიმართავენ დემონსტრანტებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი დემონსტრანტები მეცხრე დღეა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG