Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა პირველად გადასცდა 45 გრადუსს


დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში უჩვეულოდ ცხელი დღეებია.

რამდენიმე ქვეყანაში აღირიცხა ჰაერის ტემპერატურის სარეკორდო მაჩვენებლები. მათ შორისაა საფრანგეთი, სადაც პარასკევს 45,9 გრადუსი გაზომეს. ეს ტემპერატურა დაფიქსირდა სამხრეთში მდებარე ქალაქ მონპელიეს მახლობლად, ჩრდილში.

ივნისის სარეკორდო ტემპერატურაზე - 38 გრადუსზე - იუწყებიან პოლონეთიდან და ჩეხეთიდან.

ყველაზე ძალიან მაინც საფრანგეთსა და ესპანეთში ცხელა. ზედიზედ რამდენიმე დღეა ჰაერის ტემპერატერა 40 გრადუსს აჭარბებს.

მაღალი ტემპერატურის მიზეზად სახელდება ცხელი ჰაერი აფრიკიდან, საჰარიდან.

მომავალი კვირიდან ევროპაში აგრილებას მოელიან.

მაგრამ კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ წლევანდელი ივნისი ბევრ ქვეყანაში აღირიცხება, როგორც ყველაზე ცხელი ჰაერის ტემპერატურის გაზომვის ისტორიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG