Accessibility links

site logo site logo

„ქართული ოცნება“ ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას გამართავს


პირველ ივლისს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას გამართავს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ შესრულდება დემონსტრანტების მოთხოვნა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

საარჩევნო სისტემის საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არ დაესწრებიან. მათი განცხადებით, ეს "ოცნების" პარტიული ღონისძიებაა.

პრეზენტაცია 14:00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასშია“ დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG