Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „ცეცხლთან თამაშს“ უწოდებს თეირანის მხრიდან გამდიდრებული ურანის შეზღუდვის დარღვევას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ცეცხლს ეთამაშება“ მას მერე, რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ გადააჭარბა დაბალგამდიდრებულ ურანზე მისთვის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ ზღვარს.

„იციან რასაც აკეთებენ. იციან, რასაც ეთამაშებიან და ვფიქრობ, ცეცხლს ეთამაშებიან“, განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როცა ჰკითხეს, აქვს თუ არა გზავნილი ირანისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა „გაღიაზიანება“ გამოხატა თეთრი სახლი სეული შეფასების მიმართ, რომ „ეჭვი არ იყო, რომ შეთანხმების არსებობამდე დაარღვევდა ირანი მას“.

თეთრ სახლის ამ განცხადებას, რომელიც პირველ ივლისს გავრცელდა, ზარიფმა ტვიტერით უპასუხა: „სერიოზულად?“

აშშ ბირთვული შეთანხმებიდან შარშან გავიდა და ირანს კვლავ დაუწესა სანქციები. თეირანი შეეცადა შეთანხმების სხვა მონაწილეებზე ზეწოლას რათა შეთანხმება გადაერჩინა, მაგრამ 8 მაისს გამოაცხადა, რომ აღარ დაიცავს შეთანხმების შეზღუდვებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ ირანს პირველ ივლისს მოუწოდა: შეწყვიტოს ურანის წარმოება. პომპეოს თქმით: „არცერთმა ბირთვულმა შეთანხმებამ არ უნდა დართოს ნება ირანს, გაამდიდროს ურანი რომელიმე დონეზე“.

უფრო ადრე, პირველ ივლისს ატომური ენერგეტიის სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანმა გადააჭარბა დაწესებულ ზვღარს შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის საპასუხოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG