Accessibility links

site logo site logo

7-8 ივლისს სრულიად ავღანელთა სამშვიდობო სამიტი შედგება ქაბულში სისხლიანი თავდასხმის შემდეგ


სრულიად ავღანელთა სამშვიდობო სამიტის თარიღი დადგინდა 7-8 ივლისისთვის.

ყატარში მიმდინარე მოლაპარაკება ჩანს ავღანეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდება.

სამიტის თაობაზე განცხადება გაკეთდა პირველ ივლისს, როცა აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკების მონაწილეები ცდილობენ შეიმუშაონ სამშვიდობო შეთანხმება ყატარის დედაქალაქ დოჰაში და თალიბანმა იკისრა ვალდებულება ქაბულში პირველ ივლისს მოწყობილ სისხლიან თავდასხმაზე.

სამთავრობო შენობაზე პირველი ივლისის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიხოცა და 105 დაშავდა. თავდასხმას "ბარბაროსული" უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, რომელმაც მოუწოდა თალიბანს შეწყვიტოს სამოქალაქო პირებზე თავდასხმა და კვლავ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო პროცესის მომხრეა.

სრულიად ავღანელთა შეხვედრის სპონსორები არიან ყატარი და გერმანია. ავღანეთსა და პაკისტანში გერმანიის წარმომადგენელმა, მარკუს პოტცელმა განაცხადა, რომ შესაძლო მონაწილები მიიწვიეს და ისინი მონაწილეობას მიიღებენ პირადი შესაძლებლობების და თანასწორუფლებიანობის პრინციპის მიხედვით. აპრილში ასეთი სამიტის მოწყობა ჩაიშალა, რადგან ვერ შეთანხმდნენ მონაწილეების გარშემო.

თალიბანი, რომელიც მოითხოვს, რომ ავღანეთის მიწა დატოვონ უცხოეთის ჯარებმა, მაშინ, როცა აშშ-ს სურს გარანტია, რომ თალიბანი არ მოაწყობს თავდასხმებს, არ აპირებს ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებას, სანამ უცხოეთის ჯარები არ გავლენ ქვეყნიდან.

ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სიდიყ სიდიყიმ განახადა, რომ თალიბანს არ სურს ავღანეთში მშვიდობა, მთავრობისთვის და ავღანელი ხალხისთვის მშვიდობაა უმთავრესი. აშშ-ის სამშვიდობო დესპანმა, ზალმაი ხალილზადმა მადლობა გადაუხადა ყატარს და გერმანიას სამიტის მასპინძლობისთვის.

პირველ ივლისს სატელევიზიო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთს „ტერორისტების ლაბორატორია უწოდა“. მან განაცხადა, რომ თუ აშშ გაიყვანს ჯარს ავღანეთიდან, იქ დატოვებს „ძლიერი დაზვერვას“. „მე მას ტერორისტების ჰარვარდს“ ვუწოდებ, თქვა ტრამპმა ავღანეთის შესახებ;

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG