Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის წარგზავნილმა უკრაინაში დაგმო სეპარატისტულ ძალების ქმედება აღმოსავლეთ უკრაინაში


აშშ-ის წარგზავნილმა უკრაინაში დაგმო რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მოქმედება აღმოსავლეთ უკრაინაში სამედიცინო პერსონალზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ და მოუწოდა მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედება.

„რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი ძალების მხრიდან თავდასხმა სამედიცინო პერსონალზე გვიჩვენებს ადამიანის სიცოცხლის, საერთაშორისო სტანდარტების და მინსკის შეთანხმების მიმართ სრულ უპატივცემულობას, აცხადებს უილიამ ბ. ტეილორი ფეისბუკის საშუალებით.

„მოვუწოდებთ რუსეთს და ძალებს, რომლებსაც ის უჭერს მხარს, შეწყვიტონ საომარი მოქმედება დაუყოვნებლივ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და ჰუმანიტარული სამსახურების პერსონალი, გაიყვანონ შეიარაღებული ძალები და გაიტანონ იარაღი რეგიონიდან“, წერს ტეილორი. ტეილორი უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი იყო და ის შარშან კიევში დაბრუნდა აშშ-ის საქმეთა რწმუნებულად.

უკრაინამ განაცხადა, რომ მისი ორი ჯარისკაცი იქნა მოკლული და ორი დაჭრილი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან შეტაკებისას აღმოსავლეთ უკრაინაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 2 ივლისს, რომ სეპარატისტმა მეომრებმა გასულ 24 საათში 25 ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გამოიყენეს მინსკის შეთანხმებით აკრძალული 120 და 82 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები. სამინისტროს ადასტურებს, რომ მისმა ჯარისკაცებმა სამი სეპარატისტი მოკლეს უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. წინა დღით თავდასხმა განხორციელდა არმიის სამედიცინო მანქანაზე და ერთი ჯარისკაცი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG