Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: გახარიას პასუხისმგებლობა ის არის, რომ ის რჩება თანამდებობაზე


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ ის პოსტიდან არ წასულა და ყველფერს აკეთებს იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაობს. ცქიტიშვილის სიტყვებით, დღის წესრიგში არ დგას გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

„შსს-ს თითოეული ღირსეული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, მათ შორის რიგითი პოლიციელები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 21 ივნისის ღამეს იცავდნენ პარლამენტს და იცავდნენ კანონს, ამ ადამიანების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული პირველ რიგში იმ არასამართლიანი ზეწოლისგან, რომელიც სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდანაა და ძალიან ინტენსიურად ცდილობენ, რომ გადაიტანოს ეს დღის წესრიგში, მოხდეს ამ ადამიანების არასამართლიანად შეფასება. შს მინისტრის პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მედიასთან საუბარში.

მინისტრის განცხადებით, დღეს გამოძიება გრძლდება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე და გამოძიება აჩვენებს შემდგომში, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და რასთან გვქონდა საქმე - სისტემურ დარღვევებთან თუ ცალკეულ შემთხვევებთან.

„ჩვენც უნდა შევეჩვიოთ, რომ არა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის სურვილის მიხედვით მოხდეს ამა თუ იმ პირის დასჯა, არამედ ძალიან დეტალური, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების შედეგად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG