Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ


რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ბათუმის ჩართულობის ცენტრში ხელი მოაწერეს მიმართვას საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ.

მიმართვის ტექსტის ადრესატია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მიმართვაში წერია, რომ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც:

"ჩვენ ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გთავაზობთ უმოკლეს ვადაში დაიწყოს კონსულტაციები საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მომდევნო, ან რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში" - წერია განცხადებაში რომელსაც 8 პოლიტიკური პარტია აწერს ხელს.

ეს პარტიებია: "ახალი საქართველო," "შენების მოძრაობა", "ემსახურე საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია", "ევროპული საქართველო", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა", "გირჩი".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG