Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორდერიზაციის დამანგრეველი შედეგები


ბორდერიზაციის დამანგრეველი შედეგები
please wait

No media source currently available

0:00 0:23:53 0:00

„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა და საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის შედეგებს აღწერს და მათ „გამანადგურებელს“ უწოდებს: „მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის” გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე. რუსეთის მცდელობებმა, რომ ადმინისტრაციული ხაზი გადაააქციონ „საერთაშორისო საზღვრად” მავთულხლართების, ღობეების, თხრილებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვით ადგილობრივი თემები ორად გახლიჩა და სოფლების მოსახლეობა მოწყვიტა მათ სასოფლო-სამეუნეო მიწებს, წყლის რესურსებს, ეკლესიებსა და საგვარეულო სასაფლაოებს“. ლევან ასათიანის თქმით, ანგარიში ეფუძნება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან ინტერვიუებს. პროცესში შესაძლებელი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები რამდენიმე ათეული მოქალაქის გამოკითხვაც. ის აღნიშნავს, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით ორივე მხარეს ზარალდებიან ადამიანები და ზოგადად თუ შევაფასებთ, ეს გაცილებით მტკივნეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. „ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ მისი ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, ისინი რუსეთის ფედერაციას - ოკუპანტ ძალას შეახსენებენ მის პასუხისმგებლობას იმ ადამიანების უფლებებზე, ვინც ოკუპაციისა და ბორდერიზაციის შედეგად ზარალდება.

XS
SM
MD
LG