Accessibility links

site logo site logo

სირიაში ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მხარდაჭერილი სამხედრო ოპერაციის დროს


სირიელი ქალი დაბომბილი სახლის წინ

ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის თანახმად დაახლოებით 544 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაიჭრა რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით მიმდინარე სირიის არმიის იერიშისას, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო მეამბოხეთა ბოლო ციტადელზე იდლიბის პროვინციაში.

სირიის ადამიანის უფლებათა ქსელი (SNHR), რომელიც აღრიცხავს და გაეროს სააგენტოებს უგზავნის მონაცემების დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, რუსეთის სამხედროებს და სირიის სამთავრობო ძალებს ადანაშაულებს 5 ივლისს მომხდარ წინასწარგანზრახულ თავდასხმაში, რომლის სამიზნეც პროვინცია იდლიბში მცხოვრები სამოქალაქო პირები გახდნენ.

„რუსეთის სამხედრო ძალა და მისის სირიელი მოკავშირეები გამიზნულად ესხმიან თავს სამოქალაქოებს, იბომბება სარეკორდო რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებები“, - განუცხადა სააგენტო "როიტერსს"SNHR-ის თავმჯდომარემ, ფადელ აბდულ ღანიმ.

ორგანიზაციისავე ცნობით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა აპრილში მასირებული იერიში მიიტანეს პროვინციების იდლიბისა და ჰამას ტერიტორიებზე მას შემდეგ, რაც იქ ბოლო თვეებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეტაკებას ჰქონდა ადგილი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის არმიასა და მეამბოხეების სამხედრო რაზმებს შორის.

რუსეთი 2015 წლიდან მონაწილეობს სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG