Accessibility links

site logo site logo

კრემლი: სისრულეში მოდის თურქეთისთვის S-400 სარაკეტო სისტემის მიწოდების გეგმა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 6 ივლისს ტელეფონით განიხილეს თურქეთისთვის რუსული ანტისარაკეტო სისტემის, S-400-ის მიწოდების საკითხი და გეგმა სისრულეში მოდის - იუწყება კრემლი.

შეკითხვას, პუტინმა და ერდოანმა თუ ისაუბრეს მიწოდების შესახებ, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა - "დიახ, ეს საკითხი განიხილეს, რა თქმა უნდა. გეგმა განხორციელების ფაზაშია".

მოსკოვთან ანკარის ეს შეთანხმება მძლავრ დაძაბულობას იწვევს თურქეთსა და ვაშინგტონს შორის. აშშ ამბობს, რომ თუ მისი ნატოელი მოკავშირე, თურქეთი, 31 ივლისამდე არ გააუქმებს ამ შეთანხმებას, ანკარას შეეზღუდება F-35 ტიპის, მომავალი თაობის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვა. ვაშინგტონი თურქეთს მოუწოდებს რუსული სისტემის ნაცვლად შეისყიდოს აშშ-ის წარმოების "პეტრიოტის" ტიპის სისტემა.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG