Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე ხაზარაძის მოძრაობაზე: ყველა ერთის წინააღმდეგ, ასე შეიძლება ოლიგარქის დამარცხება


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს - ყველა ერთის წინააღმდეგ!” - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ:

“ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად - პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ”, - რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძემ სწორი არჩევანი გააკეთა: „ ყველა ერთის წინააღმდეგ, მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”,- აღნიშნავს რომან გოცირიძე.

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში აპირებს დააფუძნოს საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მამუკა ხაზარაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG