Accessibility links

site logo site logo

ტუსკი ალიევს: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა შეიძლება ჰქონდეს


ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი თვლის, რომ საერთაშორისო კანონების და პრინციპების შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც არსებობს აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო ბაქოსა და სომხეთს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული უთანხმოების გადასაჭრელად.

ტუსკი ამ განცხადებებით გამოვიდა 9 ივლისს, ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. "ევროკავშირის მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას" - განაცხადა ტუსკმა და დასძინა: "რეგიონის სტაბილურობაზე საუბრისას, შევეხეთ მთიანი ყარაბაღის გადაუჭრელ კონფლიქტსაც. აქ არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა".

თავის მხრივ, ალიევმა განაცხადა, რომ ტუსკთან მოლაპარაკებით პარტნიორობა "ახალ დონეზე" ავიდა, იმ ფონზე, როცა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ბოლოს 2015 წელს ესტუმრა. "დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლებში პოზიტიურად განვავითარებთ ჩვენს პარტნიორობას... ეს აზერბაიჯანის ინტერესებში შედის" - თქვა ალიევმა.

ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულმა მთიანმა ყარაბაღმა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988-94 წლების ომის დროს, რომელსაც 30,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასი ათასობით ლტოლვილად იქცა. 1994 წლიდან რეგიონს ეთნიკური სომეხი ძალები აკონტროლებენ. ბაქო ამბობს, რომ ეს ძალები ასევე მოიცავს სომხეთიდან გაგზავნილ სამხედროებს და შეიარაღებას. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG