Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა.

მას 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაუსვამენ შეკითხვებს.

გამოკითხვის დაწყების წინ გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მზადაა დეტალურად უპასუხოს ყველა შეკითხვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა გამოკითხვაზე სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაიბარეს.

გასულ კვირას, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გია ბარამიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG