Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურციხეში ვენახში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია


გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ვენახში გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძარი ლიკვიდირებულია, დამწვარია ხმელი ბალახი და ვაზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე,თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG