Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: ვენესუელაში იმყოფება რუსეთის ასობით სამხედრო, რომელიც მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს რეჟიმს


ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

ვენესუელაში იმყოფება რუსეთის ასობით სამხედრო, რომელიც მხარს უჭერს ნიკოლას მადუროს რეჟიმს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ხელმძღვანელობის მეთაურმა, ადმირალმა კრეიგ ფოლერმა.

ფოლერმა ასეთი კომენტარი გაუკეთა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას, რომ ვენესუელაში არ იმყოფებიან რუსეთის ჯარები.

თეთრმა სახლმა მანამდე კრემლს ვენესუელის საშინაო საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი. მოსკოვი უარყოფს ამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG