Accessibility links

site logo site logo

გორში ზაზა ფაჩულიას სახელობის მოედანი გაიხსნა


საკალათბურთო მოედანი გორის უნივერსიტეტის ეზოში გაკეთდა

გორში თავისი სახელობის მოედანი გახსნა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ორგზის გამარჯვებულმა ზაზა ფაჩულიამ.

საკალათბურთო მოედანი გორის უნივერსიტეტის ეზოში გაკეთდა, სადაც ბავშვების გარდა კალათბურთის და სპორტის მოყვარულებმა მოიყარეს თავი. თბილისის შემდეგ ეს მეორე საკალათბურთო მოედანია, რომელიც საქართველოში გაიხსნა.

„არ მიწყინონ თბილისელებმა და გორელებმა ბევრად მაგარი დახვედრა მომიწყვეს. მიხარია, რომ გორში შეგვემატა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის კიდევ ერთი მოედანი და ეს არის მაღალი სტანდარტის მოედანი", - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ კალათბურთელებს, რომლებსაც გორში აღმოაჩენენ, ზაზა ფაჩულიას სახელობის აკადემია დააფინანსებს და მაღალ დონეზე ვარჯიშის შესაძლებლობას მისცემს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG