Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში აღდგა ელექტროდენის მიწოდება


სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროდენის მიწოდებაში შეფერხებები ახსნა ქვეყნის ელექტრომომარაგების ქსელში დენის სიმძლავრის დაცემით. როგორც 10 ივლისს განაცხადა სამინისტრომ, ამჟამად სისტემაში აღარაა სიხშირის ვარდნა და სტაბილურობა აღდგა.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც გამოიკვლევს პრობლემის წყაროს.

დღეს სომხეთში ელექტრომომარაგებაში გაჩენილი პრობლემების ფონზე მუშაობა შეწყვიტა ერევნის მეტრომ. ერევნის ვიცე-მერმა ჰაკობ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ ელექტროდენის მიწოდება შეწყვეტილი იყო მეტროს მთელი ხაზის მასშტაბით. ზოგიერთ მონაკვეთზე მატარებლები სადგურებს შორის იყო გაჩერებული. ამის შემდეგ დენის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა და სადგურებს შორის გაჩერებულმა მატარებლებმა სადგურებამდე მისვლა და მგზავრების გადმოსხმა შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG