Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


„მე მივმართე თქვენს პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ შესაძლებელია უნგრეთიდან მომავალი ტურისტების რაოდენობის გაზრდა. საქართველოს ავიახაზებმა უნდა დაამატოს ფრენა ბუდაპეშტსა და თბილისს შორის და ჩვენ მზად ვიქნებით, რათა საქართველოს რეკლამირება ვაწარმოოთ უნგრეთში“,- განაცხადა უნგრეთს საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა“.

მისი სიტყვებით უნგრეთში დარეგისტრირებული ავიაკომპანია „ვიზეარი“ რომელიც 18 ქვეყანასა და 31 დანიშნულების წერტილში დაფრინავს, დღეს საქართველოში ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდავია. კომპანია წლის ბოლომდე საქართველოში ფრენების რაოდენობას გაზრდის.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სანქციების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომუნგრეთი პრინციპულად ეწინააღმდეგება „პოლიტიკის აღრევას ვაჭრობასთან და ხალხთა შორის ურთიერთობასთან“.

პიტერ სიიარტოს, განცახდებით უნგრეთი ემხრობა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტრეგრაციას.

„ჩემი აზრით ნატოს მეტი პოზიტიური უკუკავშირი უნდა ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენ ვემხრობით საქართველოსთვის ნატოშო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის აქტივაციას, რადგან თქვენ 870 სამხედრო გააგზავნეთ მტკიცე თანადგომის მისიაში ავღანეთში - ეს ერთგულებისა და ჩართულობის მკაფიო სიგნალია. ასე რომ, როდესაც საქმე ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობას, ჩვენ კონკრეტულად მორგებული გადაწყვეტილებების მომხრე ვართ. ვემხრობით საქართველოსთვის წინსვლის მეტ შესაძლებლობას, და გაწევრიანების სამოქმედო გეგმის აქტივაციას. შემოდგომაზე, ნატოს მინისტერიალზე, ჩვენი ინიციატივით ჩატარდება ნატო-საქართველოს კომიტეტის შეხვედრა“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმაპიტერ სიიარტომ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG