Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება


16 წლის დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 11 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო.

კალანდიას ადვოკატმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვა და უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ითხოვა, თუმცა მოსმართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას. არსებით სასამართლო სხდომაზე, რა თქმა უნდა, დაცვის მხარე განმეორებით დააყენებს აღნიშნულ შუამდგომლობას", - ამბობს ადვოკატი.

სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. პროკურორის თქმით, მოსამართლემ ბრალდების ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ედება ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა. კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG