Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI საქართველო - საპარტნიორო ფონდის რამდენიმე პროექტი შესაძლო კორუფციის კითხვებს აჩენს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ’’ სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა. ორგანიზაციის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, „ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 14 პროექტი დასრულებულია, ხოლო 5 პროექტი მიმდინარე. ამ პროექტებიდან რამდენიმე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს უჩენს.კერძოდ:

  • „საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერილ ორ პროექტს - ქართული სანაშენე ღორის ფერმა და კერამიკული აგურის ქარხანა - საერთო ბენეფიციარი ჰყავს. კერძოდ, ვასილ ბაბლუანი ორივე პროექტში მონაწილე კომპანიებში ფლობს წილს. გარდა ამისა, ამ ორი პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 200 000 ლარამდე შესწირეს.
  • „ფონდის” ერთ-ერთი დასრულებული პროექტი წინანდლის სასტუმრო Radisson Collection-ია. ამ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფია (Silk Road Group S.A.), რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილია. „სილქ როუდ“ ჯგუფი ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა.
  • „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი - შპს „იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან - ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში „ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.

„საპარტნიორო ფონდის” სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიზანშეწონილად მიაჩნია:

  • "ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და გარკვეულ ზღვრებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოს დაფინანსება.
  • პირველი რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, „საპარტნიორო ფონდმა”, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავმა დაწესებულებამ, ყოველ საბიუჯეტო წელს უნდა წარუდგინოს მთავრობას და პარლამენტს მიმდინარე და მომავალი საინვესტიციო პროექტების დეტალური ანგარიში, რის საფუძველზეც დაუმტკიცდება მომავალი წლის ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის „ფონდზე” საპარლამენტო ზედამხედველობას და მის ანგარიშვალდებულებას
  • „ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება „საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
  • „საპარტნიორო ფონდმა” საკუთარ ვებგვერდზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა განათავსოს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

· „საპარტნიორო ფონდი" 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. „ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც „ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.

·

·

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG