Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში ჩავიდა რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი კომპონენტები


თურქეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 12 ივლისს ანკარაში ჩავიდა რუსეთის S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი კომპონენტები და მათი მიწოდება მომდევნო დღეებში გაგრძელდება. ანკარასა და მოსკოვს შორის გარიგება თურქეთსა და აშშ-ს შორის სერიოზული დაძაბულობის მიზეზია. როგორც სამინისტრო იტყობინება, S-400-ები ჩაიტანეს ანკარის მახლობლად მდებარე მურტედის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე.

სამინისტროს ამ განცხადებამ მაშინვე გამოიწვია თურქული ლირის 5,7%-ით დასუსტება აშშ-ის დოლართან მიმართებაში.

„მას შემდეგ, რაც სისტემა სრულად იქნება მზად, დაიწყება მისი გამოყენება შესაბამისი უწყებების მიერ დადგენილი წესით,“ ნათქვამია განცხადებაში. როგორც რია-ნოვოსტი იტყობინება, რუსეთის სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალურმა სამსახურმა დაადასტურა S-400-ების მიწოდების დაწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG