Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ქართველ ლგბტი აქტივისტებს შეხვდა


მიხაელ როთი
მიხაელ როთი

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში მიხაელ როთი ქართველ ლგბტი აქტივისტებს შეხვდა. ამის შესახებ მიხაელ როთმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა:

„საქართველოში ლგბტი თემის წარმომადგენლები დისკრიმინაციასა და შევიწროვებას განიცდიან. დღეს მე შევხდი მარიამს და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც იბრძვიან პატივისცემისთვის, თანასწორობისთვის და მრავალფეროვნებისთვის. მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდებათ”, – წერს გერმანიის სახელმწიფო მინისტრი.

მიხაელ როთი მონაწილეობს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.

"ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა ეკლესიებისთვის, რომ გააძლიერონ საზოგადოებები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემასა და ტოლერანტობას უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ლგბტი ადამიანების მიმართ", - განაცხადა მიხაელ როთმა 11 ივლისს კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG