Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ კრემლის პოლიტპატიმარი შეიწყალა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება კრემლის პოლტიტპატიმრის, სერგეი ლიტვინოვის შეწყალების შესახებ. იგი რუსეთმა გადასცა უკრაინას საპატიმრო ვადის მოხდის მიზნით. უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოდგილის, სერგეი პეტუხოვის ცნობით, პრეზიდენტის 11 ივლისის განკარგულების დაუყოვნებლად შესასრულებლად, გამოიცა ბრძანება სერგეი ლიტვინოვის ხარკოვის კოლონიიდან გათავისუფლების თაობაზე.

თავად ლიტვინოვის თქმით, იგი როსტოვის საავადმყოფოში დააკავეს, სადაც აბსცესის საპატიმროდ ჩავიდა. მას რუსეთში უპირებდნენ 25 წლიან პატიმრობას ბატალიონ „დნეპრ 1“-ის მიერ ლუგანშჩინაში 38 პირის ვითომცდა მკვლელობის ბრალდებით. შემდეგ მას შეუცვალეს ბრალდება და იგი ყაჩაღობის მუხლით შეუცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG