Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ბასილაია: გახარია საშიშია პოლიციისთვის, გახარია საშიშია სახელმწიფოსთვის


„გახარიას ტყუილები“ - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა ამ გზავნილით გახსნეს აქციების 23-ე დღეს პარლამენტის წინ.

აქციის მონაწილეები თავის გამოსვლებში შს მინისტრის გიორგი გახარიას 11 ივლისის ინტერვიუს აფასებენ და კიდევ ერთხელ ჩამოთვლიან მიზეზებს, რის გამოც მის გადადგომას მიიჩნევენ აუცილებლად.

ბექა ბასილაიამ, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მე-18 დღეა შიმშილობს, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა.

  1. აქციის დაშლამდე არ ყოფილა გაფრთხილება

„ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, რომ გაზის გაშვებამდე და რეზინის ტყვიების დაშვებამდე არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, მეტიც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქცია არ დაიშლებოდა და არც გაზი და არც რეზინის ტყვიები გამოყენებული არ იქნებოდა, ამის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია ათასობის მომიტინგემ მისცეს ჩვენება. გაფრთხილება ჩვენ არ გაგვიგია, მეც ვიყავი მიტინგზე“, - თქვა ბექა ბასილაიამ

2. გამოყენებული საშუალებები. პოლიციის შესახებ კანონით, აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რაც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას.

„გვყავს თუ არა ჩვენ მძიმედ დასახიჩრებული ადამიანები, ხალხო? ეს ხომ ფაქტია ამას როგორ უნდა გაექცეს გახარია, ეს ხომ ემოცია არაა, ეს ფაქტია, მოცემულობა“,- თქვა ბექა ბასილაიამ

3. დაკავებების საკითხი

„მე თვითონაც ვიყავი დაკავებული და ჩემთან ერთად დააკავეს დაახლოებით 400-მდე ადამიანი, როგორ ხორციელდებოდა დაკავება: პოლიცია, ვისაც წაასწრებდა ყველას იჭერდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა დემონსტრანტი იყო თუ იმ დროს უბრალოდ რუსთაველის გამზირზე გამვლელი ადამიანი. აკავებდნენ, სცემდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ და გადაჰყავდათ შსს-ს მოედანზე რა არის ეს თუ არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი:? ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევს აუცილებლად გახარიას“,- თქვა ბექა ბასილაიამ,

მისი სიტყვებით ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ უკანონო ქმედებებში ჩართეს ათასობით პოლიციელი.

„შეადგინეს ყალბი ოქმები, დაკავების ოქმებში ჩაწერეს ისეთი რაღაცები რაც თვალით არ უნახავთ, სასამართლოში მოვიდნენ და თქვეს ისეთ რაღაცები, რაც არ გაუგონით. წარმოიდგინეთ, გახარიამრა დღეში ჩააგდო საქართველოს პოლიცია, რომ ფაქტობრივად, ჩვენ პოლიცია კი არა კრიმინალების ბანდა გვყავს ხალხო“, - თქვა ბექა ბასილაიამ.

ამიტომ, ბექა ბასილაიას განცხადებით - „გახარია საშიშია თვითონ პოლიციისთვის, გახარია საშიშია ქართული სახელმწიფოსთვის და გახარია აუცილებლად უნდა გავუშვათ სახლში, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მომავალი, ეს არ არის ჩვენი კაპრიზი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ამოცანა და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ ერთად“, - თქვა ბექა ბასილაიამ.

ანტისაოკუპაციო აქციაზე განთავსებულ მონიტორზე სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლიც უჩვენეს, რომელშიც აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ის 12 ტყუილია ჩამოთვლილი, რომელიც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG