Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: კინკლაობა და ხელის გაშვერა, ძალიან ცუდად გამოიყურება


„პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“, - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფეისბუკ-პაექრობას 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალეულობის საკითხს:

„9 აპრილის დარბევამდე ყველაზე დიდი ოვაცია ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრების მოწოდებას მოყვა. "აბა რა, ეგრე რა, მაგის გარეშე როგორ შეიძლება"- ისმის ხმები ფოფხაძის პარალელურად. 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება. ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. პროტესტის მოტივისგან დამოუკიდებლად, მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები (ზოგჯერ ლეგიტიმური საფუძვლებითაც), მაგრამ არასდროს არაფერი გამოვიდა. რუსთაველზე დარბევაზე და მის მიზეზებზე საზოგადოებას ყოველთვის ერთი დამნაშავე ყავდა და ეს ხელისუფლება იყო. ახლაც ასე იქნება. ფუჭი "ვერძია" და "ვასმედია" (გამბედაობას არ ვუკარგავ) თავის ტოლობის ნიშნებით ძირითადში არაფერს შეცვლის. პოლიტიკოსები ყველაფერზე ვკამათობთ, თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ კუდიანებზე ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება. ამ დისკუსიის დროც მოვა, მაგრამ არა ახლა“,- წერს გიგი უგულავა.

13 ივლისს, ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში მიუთითებს, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში "მშვიდობიანად შესვლის" თაობაზე.

ოთარ კახიძის მოსაზრებას იზიარებს "ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ ნიკა მელიას განცხადება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო ნაბიჯი.

სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოთარ კახიძის განცხადებას "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე და "ევროპული საქართველოსგან" განმარტებების გაკეთება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG