Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა აქცია, ქალაქის საბჭოს საარჩევნო სიაში ოპოზიციის ჩართვის მოთხოვნით


მოსკოვის ცენტრში 1000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომლის მოთხოვნა იყო ოპოზიციონერი კანდიდატების ჩართვა 8 სექტემბრისთვის დანიშნული ქალაქის საბჭოს არჩევნების სიაში.

აქცია გაიმართა როგორც შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს შორის, მას შემდეგ, რაც საქალაქო საარჩევნო კომისიამ უარყო რამდენიმე კანდიდატის მხარდამჭერი ხელმოწერები. მოსკოვის მერიამ აქციას "უკანონო" უწოდა და მისი გადადება მოითხოვა.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს "პუტინი ქურდია", "პუტინ, გადადექი", "ჩვენ ვართ ხელისუფლება".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG