Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლიას მიმართ მორიგი საჯარო მოხელე აქვეყნებს შეურაცხმყოფელ განცხადებას


ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

ხაშურის საკრებულოს წევრი, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ალექსანდრე სიმონიშვილი ფეისბუქზე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეურაცხმყოფელ პოსტს აქვეყნებს და დასძენს: "...ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ". საკრებულოს წევრმა კომენტარი ტვ4-ის მიერ გაზიარებული პოსტის ქვეშ დატოვა. ამ მასალაში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ინგა გრიგოლიას თავისი განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

"...ასე იცის წახალისებამ, როცა სათანადოდ არ ისჯებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მერე სხვებიც იტაცებენ". - წერს ჟურნალისტი მორიგ შეურაცხყოფაზე და პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს ირმა ინაშვილს მიმართავს: "იმედს ვიტოვებ, მოვისმენ თქვენი პარტიის რეაქციას ".

​ალექსანდრე სიმონიშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. პატრიოტთა ალიანსის მთავარ ოფისში კი ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გეს“ უთხრეს, რომ 19 ივლისს პოლიტსაბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც ამ განცხადების შესახებ იმსჯელებენ.

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტს შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ინტერვიუ ჰქონდა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს საკუთარი უხამსი კომენტარის გამო ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოუწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG