Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და უკრაინა მსჯელობენ პატიმრების გაცვლაზე


რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებს მართავენ პატიმრების გაცვლის მსხვილ ოპერაციაზე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირველ სატელეფონო საუბარში იმსჯელეს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტზე და პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე.

ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის წარმომადგენელმა, ტატიანა მოსკალკოვამ 15 ივლისს იშვიათი შეხვედრა გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ლიუდმილა დენისოვასთან კიევში. შეხვედრაზე განიხილეს გასულ წელს ქერჩის სრუტესთან დაპატიმრებული 24 უკრაინელი მეზღვაურის გაცვლის შესაძლებლობა.

პარალელურად, 15 ივლისს კიევში სასამართლომ გადადო სხდომა, რომელსაც, რომელზეც, როგორ მოელოდნენ, უნდა გაეთავისუფლებინათ უკრაინაში პატიმრობაში მყოფი რუსი ჟურნალისტი, კირილ ვიშინსკი. თუმცა უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მანამდე განაცხადა, რომ ვიშინსკის, რომელსაც სამშობლოს ღალატის ბრალდება აქვს, გაათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG