Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მსჯელობს ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირების გზებზე


ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარჩენილი ხელმომწერები თეირანის მხრიდან ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევას არ მიიჩნევენ "მნიშვნელოვან დაუმორჩილებლობად" და მოცემულ მომენტში არ აპირებენ მოქმედებაში მოიყვანონ ხელშეკრულების უთანხმოების გარკვევის მექანიზმი - განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ.

"აღვნიშნავთ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა გადადგმული ნაბიჯი - რომლებიც ჩვენში სინანულს იწვევს - შექცევადია. ამდენად, იმედს გამოვთქვამთ და ირანს მოვუწოდებთ უკან წაიღოს გადადგმული ნაბიჯები" - განაცხადა მოგერინიმ ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირის 28 საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო გზები, რომლებმაც უნდა შეამციროს ირანსა და აშშ-ს შორის დაძანულობა და ირანი დაარწმუნოს ხელშეკრულების ერთგული დარჩეს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას აშშ გამოეთიშა და ირანს სანქციები აღუდგინა. მინისტრები აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან ახლახან ურანის იმ ზღვარზე მეტად გამდიდრებამ, რომელიც ხელშეკრულებაში იყო დაწესებული, აუცილებელი არ არის მთელი ხელშეკრულება დააყენოს საფრთხის ქვეშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG