Accessibility links

site logo site logo

"რუსთავი 2"-ის იურისტი: ხელისუფლება სასოწარკვეთილია


„რუსთავი 2“-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა უსაფუძვლო უწოდა ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის ადვოკატის არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც მან პროკურატურას საჩივრით მიმართა არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა ნინო ნიჟარაძესა და მის ადვოკატს იყენებენ, რომლებსაც სავარაუდოდ, პირადი დაინტერესებაც აქვთ - უთხრა „რუსთავი 2“-ს თამთა მურადაშვილმა.

„გამოიკვეთა, რომ თითქოს, ვითომ აუდიტორული კომპანიისთვის უნდოდათ გადაეცათ და დიდ ოთხეულს შეესწავლა. სად არის დიდი ოთხეული? ჯერ კითხვების ფორმულირებაც კი არ მოუფიქრებიათ მათ, რომ ავირჩიოთ აუდიტორული კომპანია, რომელიც შეაფასებს ამ კომპანიის საქმიანობას, მაგრამ დაასწრეს მოვლენებს, დაასწრეს იმიტომ რომ ისინი არიან ხელისუფლება და ხელისუფლებას ორი დღით ადრე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე ძალიან ეშინია. ერთი მხრივ, ეს არის კარგი ფაქტი, ნინო ნიჟარაძემ და მისმა ადვოკატმა მოახდინეს სრული ლუსტრირება, ჩვენი ზედმეტი კომენტარის გარეშე“ - აცხადებს „რუსთავი 2“-ის იურისტი.

თამთა მურადაშვილის თქმით, დღემდე ადვოკატ გიორგი ყავლაშვილზე არაფერს ამბობდნენ, რადგან ნინო ნიჟარაძის ინტერესებს წარმოადგენდა, მაგრამ დღეს შეიძლება ითქვას, რომ ის პირადადაა ჩართული უკანონო ქმედებებში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ.

„დღეს გაკეთებული განცხადებები, კონკრეტულად მესამე არხთან დაკავშირებით, არის ის, რომ განზრახ ტყუის, როცა ძალიან კარგად იცის ეს და პასუხი მიიღო წინა სხდომაზე. მიუხედავად ამისა,ტყუის. ეს ნიშნავს, რომ პირადად არის ჩართული, მას რაღაც ინტერესი აქვს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს, მისი რეპუტაცია, როგორც ადვოკატის აქამდეც იყო ცნობილი. ეს არის ცალსახა ლუსტრაცია და ის, რომ ხელისუფლება არის ძალიან სასოწარკვეთილი. როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლო არის ჩვენს სასარგებლოდ და მათ წინააღმდეგ და აღარ იციან რა ქნან” - განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG