Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერ ილია იაშინს ჩამოერთვა მოსკოვის საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა


ილია იაშინი
ილია იაშინი

რუსეთის ოპოზიციის წევრი ილია იაშინი აპირებს გაასაჩივროს მოსკოვის საარჩევნო კომისიის 15 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მას ჩამოერთვა დედაქალაქის საბჭოს, მოსკოვის დუმის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იაშინი, რომელიც მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭოს ხელმძღვანელია, ფეისბუკში ასევე წერს, რომ მონაწილეობას მიიღებს სხვა დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ დაგეგმილ მსვლელობაში.

იაშინი აცხადებს, რომ კომისიამ მისი დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო კანდიდატის მხარდამჭერი 4500-ი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციაში გაპარული უზუსტობის გამო. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ საარჩევნო კომისიამ მისი მხარდამჭერები შეგნებულად დაარეგისტრირა არასწორი პერსონალური მონაცემებით. ამასთან კომისიამ მხედველობაში არ მიიღო მისი მხარდამჭერების პასუხი, რომელშიც დადასტურებული იყო მათი ვინაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG