Accessibility links

site logo site logo

საპროტესტო აქციის მონაწილეზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წაუყენეს


საქართველოს გენერალური პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.

ლ.ი. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გენერალურმა პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი 15 ივლისს დააკავა, საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულ პირზე. ბრალდების მხარე აპირებს სასამართლოს მიმართოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG