Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრობასკეტი 2021 - საქართველოში ჩატარდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდება მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპაში - ევრობასკეტი. ბახტაძის განცხადებით, ეს არის ქართული კალათბურთის დიდი გამარჯვება.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისიძიებას ვუმასპინძლეთ, 2021 წელს კი საქართველოში ჩატარდება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ჩემპიონატი - ევრობასკეტი, რომელში მონაწილეობის მოსაღებადაც ჩვენს ნაკრებს არ მოუწევს შესარჩევი ეტაპის გავლა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევრობასკეტის მასპინძლობაზე განაცხადი შვიდ ფედერაციას ჰქონდა გაკეთებული: ჩეხეთს, საქართველოს, გერმანიას, იტალიას, უნგრეთს, სლოვენიასა და ესტონეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG