Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოხსნეს ოთხი პოლიციელი ჟურნალისტ გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით


2019 წლის 8 ივნისი: გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვის სასამართლოში
2019 წლის 8 ივნისი: გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი მოსკოვის სასამართლოში

რუსეთში მოხსნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით. ამის შესახებ იუწყება რუსეთის მედია შსს-ს განცხადებაზე დაყრდნობით.

გამომძიებელი ჟურნალისტი, 36 წლის ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს მოსკოვში ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით, რომელსაც ის გადაჭრით უარყოფდა.

გოლუნოვის დაკავებას მოჰყვა საზოგადოების პროტესტი და, 11 ივნისს, მისი გათავისუფლება. ჟურნალისტს ბრალდება მოუხსნეს და დაიწყო გამოძიება მის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.

რუსეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, რომელიც 16 ივლისს გავრცელდა, სამი პოლიციელი და მათი უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს გოლუნოვის დაკავებისას მისი უფლებების დარღვევისათვის.

მედიასაშუალებების წყაროების თანახმად, მოხსნილი პოლიციელები არ არიან ეჭვმიტანილი გოლუნოვის ზურგჩანთასა და ბინაში ნარკოტიკების ჩადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG