Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში ცხარე კამათში გადაიზარდა საუბარი უკრაინის სახელმწიფო ენის შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავდნენ უკრაინის ახალ კანონს სახელმწიფო ენის შესახებ, რუსეთსა და დასავლეთს შორის ცხარე კამათში გადაიზარდა.

რუსეთმა დაგმო ახალი კანონი და გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინის „ბრძოლა ეროვნული იდენტობისათვის არ უნდა არღვევდეს რუსულენოვანი უმცირესობის უფლებებს“.

ხოლო დასავლეთის ქვეყნებმა - აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა - მოითხოვეს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისათვის და ნახევარკუნძულზე უმცირესობათა უფლებების შეზღუდვისათვის ბოლოს მოღება.

„ყირიმთან დაკავშირებული სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი უკრაინას დაუბრუნებს ნახევარკუნძულზე კონტროლს და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი სანქციები ძალაში დარჩება, სანამ რუსეთი სრულად შეასრულებს მინსკის შეთანხმებებს“, განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა როდნი ჰანტერმა.

დასავლეთის ქვეყნებმა ასევე მოითხოვეს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ პირები, რომელთაც ბრალი მიუძღვით 2014 წელს მალაიზიის ავიალაინერის ჩამოგდებაში. თვითმფრინავი ხუთი წლის წინ ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის დახმარებით მებრძოლი სეპარატისტები აკონტროლებენ. დაიღუპა 298 ადამიანი.

იქვე აშშ-მა და მოკავშირეებმა მოითხოვეს, გათავისუფლებულ იქნენ 24 უკრაინელი მეზღვაური და მათი ხომალდები, რომლებიც რუსეთმა შარშან ყირიმის ნაპირებთან დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG