Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც გმობენ ტრამპის „რასისტულ კომენტარებს“


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „რასისტულ კომენტარებს“.

235 დემოკრატთან ერთად, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ოთხმა რესპუბლიკელმა და ერთმა დამოუკიდებელმა კონგრესმენმაც. პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს ეკუთვნის.

რეზოლუცია „გადაჭრით გმობს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რასისტულ კომენტარებს, რომელიც ლეგიტიმაციას ანიჭებს და ზრდის შიშსა და სიძულვილს ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანი ადამიანების მიმართ“.

რეზოლუცია მოჰყვა ტრამპის ტვიტებს, რომლებშიც ოთხი ფერადკანიანი დემოკრატი კონგრესმენი ქალის მისამართით არის ნათქვამი - დაბრუნდნენ ქვეყნებში, საიდანაც წარმოშობით არიანო.

ოთხივე ეს კონგრესმენი აშშ-ის მოქალაქეა, სამი მათგანი შეერთებულ შტატებშია დაბადებული.

რეზოლუციის შესახებ კენჭისყრამდე ტრამპმა და წამყვანმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა უარყვეს რასიზმის ბრალდება და რესპუბლიკელებს მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ რეზოლუციისათვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG