Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 ივლისს პატივი მიაგეს ხუთი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული ავიალაინერის მსხვერპლთ


აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდების მეხუთე წლისთავზე, დაღუპულთა ახლობლებმა და მათი ქვეყნების საელჩოებმა პატივი მიაგეს კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას.

17 ივლისს ათობით ადამიანი შეიკრიბა ამსტერდამის მთავარ აეროპორტში განთავსებულ მონუმენტთან, სადაც ხმამაღლა ამოიკითხეს MH17-ში მსხდომი დაღუპული მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების სახელები და გვარები.

ავიალაინერი 2014 წლის 17 ივლისს ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით, როცა ის „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე - ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერით მებრძოლი სეპარატისტები აკონტროლებენ.

დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათ შორის 80 ბავშვი.

დაღუპულთა ნახევარზე მეტი ნიდერლანდელი იყო. ამ ქვეყანაში 16 ივლისს გაიმართა კონფერენცია ავიაკატასტროფის შესახებ. სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ავიალაინერი უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შესულმა „ბუკმა“ ჩამოაგდო.

რეისი MH17-ის ავიაკატასტროფის დეტალები
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

17 ივლისს მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი MH17-ის კატასტროფისას დაღუპულებს.

ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა პატივი მიაგო ავიაკატასტროფის მსხვერპლთ და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ფინანსურ დახმარებას გასწევს სისხლის სამართლის სპეციალური სასამართლოს შესაქმნელად, ოთხი ეჭვმიტანილის გასამართლებისთვის.

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაზიდვაში ეჭვმიტანილი პირი, რომლითაც 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების „ბოინგი“. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსმა ვიტალი მაიაკოვმა.

მაიაკოვის თქმით, დაკავებულია მძღოლი სატვირთო ავტომანქანისა, რომლითაც გადაჰქონდათ „ბუკი“ დონეცკის ტერიტორიაზე. გამოძიების თანახმად, კომპლექსი ქალაქში რუსეთის ტერიტორიიდან ჩაიტანეს.

2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში ავარია განიცხადა მალაიზიის ავიახაზების „ბოინგმა“. დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი. 19 ივნისს ნიდერლანდის პროკურატურამ მკვლელობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა რუსეთის სამ და უკრაინის ორ მოქალაქეს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ. გამოძიებას მიაჩნია, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი უკრაინაში „ბუკის“ ჩატანისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG