Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგში დამარცხდა


სტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო გაამტყუნა საქმეში ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ. ის ეხებოდა 2006 წლის მაისში, პოლიციის მიერ თბილისის კორტებთან ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.

„საქმე, რომელიც სიცოცხლის უფლებას ეხებოდა სრულად დასრულდა სახელმწიფოს მარცხით როგორც მკვლელობის ნაწილში, ასევე ამ საქმის არაეფექტურად და გაჭიანურებულ ვადებში გამოძიების გამო“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. მისი ინფორმაციით, ოჯახის სასარგებლოდ საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრა 50 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო სტრასბურგში დამარცხდა კიდევ ერთ საქმეზე - გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა 2008 წელს პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 6 000 ევროს გადახდა.

ნოდარ გოგალაძე, რომელიც 2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციამ დააკავა, აცხადებდა, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG