Accessibility links

site logo site logo

მდინარაძე რუსთავი 2-ის საქმეზე: ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა კრიტიკული ტესტი


"დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი", - ასე ეხმაურება მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე.

"ძალიან ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო" , - ამბობს მდინარაძე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG