Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის ახალი გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში იმყოფება


პაატა სალია
პაატა სალია

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია დღეს დილით კვლავ მივიდა ტელეკომპანიაში, სადაც მისი ინფორმაციით, მენეჯმენტთან და თანამშრომლებთან შეხვედრა სურთ.

„გუშინაც ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარების, პირველ რიგში გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი ყველას უკლებრივ, გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დამეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ის ადამიანები, ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ და გავესაუბრები“,- განუცხადა პაატა სალიამ ჟურნალისტებს.

ამ წუთებში პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ნიჟარაძეს ხვდება.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით. სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG