Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს აქტივისტი, რომელსაც ხელში ცარიელი პლაკატი ეჭირა


მოსკოვში პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი, რომელმაც წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლებისათვის ერთკაციანი აქცია გამართა.

მას ხელში ეჭირა თეთრი ფურცელი, რომელზეც არაფერი ეწერა.

„მე მათ ვუთხარი, რომ უბრალოდ სუფთა ფურცლით ვიდექი და არავის არაფრისკენ მოვუწოდებდი“.

კონდრატიევი მოგვიანებით გაათავისუფლეს - მისივე სიტყვებით, პოლიციელებმა „არ იცოდნენ მისთის რა ექნათ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG