Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსთავი 2"-ის საქმე და საფრთხეები მედიაგარემოსთვის


"რუსთავი 2"-ის საქმე და საფრთხეები მედიაგარემოსთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:32:28 0:00

რა არის „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების რეალური ეფექტი? ნიშანდობლივია, რომ 18 ივლისს ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ, არა იმდენად გადაწყვეტილების სამართლებრივ დეტალებზე, არამედ მის ფაქტობრივ შედეგებზე მსჯელობს. რა რისკების წინაშე დგას „რუსთავი 2“-ის გუნდი და რატომ სცდება ეს რისკები ერთი ტელეკომპანიის ფარგლებს? ჟურნლისტი ზვიად ქორიძე რადიო თავისუფლების ეთერში ხაზს უსვამს, რომ 18 ივლისის ფაქტების თანმიმდევრობა ადასტურებს როგორ ეჩქარებოდა ხელისუფლებას „რუსთავი 2“-თან მიმართებით მოქმედებების დაწყება: “ხელისუფლების მიზანი არის “რუსთავი 2”-ის არა შენარჩუნება ამ ფორმით - ნიკა გვარამიას გარეშე, არამედ „რუსთავი 2“-ის შენარჩუნება ამ შინაარსის გარეშე. ევროპის სასამართლოს არ უთქვამს, რომ ქიბარ ხალვაში უნდა იყოს მესაკუთრე - ეს გადაწყვიტა საქართველოს სასამართლომ ევროპის სასამართლომ გუშინ თქვა, რომ "რუსთავი 2"-ის სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“. ზვიად ქორიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ შეიცვლება „რუსთავი 2“-ში ვითარებაც და მედიაგარემოც ქვეყანაში: „ქვეყანაში მედიაგარემო შეიცვლება, არსებითად შეიცვლება. დღეს კი პირობას დებენ ცალკე ქიბარ ხალვაში, ცალკე მის მიერ დანიშნული დირექტორი პაატა სალია, რომ იქ არაფერი შეიცვლება, მაგრამ არა მგონია, ვინმეს ასეთი მოლოდინი ჰქონდეს. არაფრის შეცვლისთვის ამ გადაწყვეტილებას ორი წელი ელოდა მთავრობა და ზუსტად ერთ საათში აღასრულა ასე დაჩქარებული წესით? რა თქმა უნდა, შეიცვლება. აუცილებლად შეიცვლება!“. ზვიად ქორიძე კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს: „სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ყველა ჟურნალისტს, პროდიუსერს, ტექნიკურ პერსონალს, რომ პროფესიულად არ გატყდნენ, იყვნენ ძალიან ძლიერად, მხნედ. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად შეძლებენ ისინი იმ პლატფორმის შექმნას ქვეყანაში, სადაც იმ შინაარსის შექმნას გააგრძელებენ“.

XS
SM
MD
LG