Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის მეფემ თანხმობა განაცხადა, მიიღოს მისმა ქვეყანამ აშშ-ის ჯარები ირანთან დაძაბულობის ფონზე


აშშ-ის გენერალი კენეტ მაკკენზი და საუდის არაბეთის გენერალი, პრინცი ვაფდ ბინ ტურკი პრესკონფერენციაზე ერ-რიადში, 18ივლისს
აშშ-ის გენერალი კენეტ მაკკენზი და საუდის არაბეთის გენერალი, პრინცი ვაფდ ბინ ტურკი პრესკონფერენციაზე ერ-რიადში, 18ივლისს

საუდის არაბეთის მეფემ, სალმანმა თანხმობა განაცხადა, მიიღოს თავის ქვეყანაში აშშ-ის ჯარი. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ 2003 წელს. ახლა ორ მოკავშირეს შორის თანამშრომლობა ძლიერდება ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე.

„საუდის არაბეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე და მათ მცდელობაზე დაყრდნობით, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში, მეფე სალმანმა დაადასტურა, მიიღოს აშშ-ის ჯარი“ , - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო SPA-სთან საუბარში 19 ივლისს.

საუდის არაბეთმა მხოლოდ მცირე დეტალი გაავრცელა ამის თაობაზე. აშშ-ის თავდაცვის უწყების თანახმად, გარკვეული რაოდენობის ჯარი და „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები უკვე ჩავიდა პრინც სულთანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც რიადის სამხრეთში მდებარეობს, და სადაც აშშ-ის ჯარი იყო ადრე განთავსებული. უკვე ჩასული ჯარისკაცები ამზადებენ ბაზას ზაფხულში იქ თვითმფრინავების და დამატებითი ჯარის ჩასვლისთვის, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

აშშ-ს არაერთი სამხედრო ბაზა აქვს რეგიონში და მისი ჯარები განთავსებულია არაბი მოკავშირეების ტერიტორიებზე ყატარში, ბაჰრეინში და გაერთიანებულ საამიროებში. სუნიტ მუსლიმანთა სამეფო, საუდის არაბეთი აშშ-ის ახლო მოკავშირე და შიიტური მმართველობის ქვეშ მყოფი ირანის დაუძინებელი მტერია. ვაშინგტონი საუდის არაბეთს მიიჩნევს რეგიონში ირანის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG