Accessibility links

ახალი ამბები

დავით დვალი პროკურატურას: დაკითხავთ ირაკლი ოქრუაშვილს?

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი პროკურატურას მიმართავს, დაკითხონ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ ის ფეიბუკის პირად გვერდზე წერს.

დავით დვალის სიტყვებით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ მან, სახელმწიფო მოხელემ, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ხელში ჩაიგდო ტელევიზია. „მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“, - მიმართავს დავით დვალი პროკურატურას.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა და დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელევიზიის 60 -პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად პროკურატურაში საჩივარი 2012 წლის 8 დეკემბერში შეიტანეს. პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით (სსკ 333 მუხლი) იძიებს თუმცა ამ დრომდე არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი რა დამდგარა.

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის წილების დაყადაღებას ითხოვს, ამ მოთხოვნით სასამართლოში განცხადება მისმა ადვოკატმა 19 ივლისს შეიტანა.საქართველოში გამთენისას დაბრუნებული ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია მას ეკუთვნის. შეთანხმება, ფრომელიც მას და ქიბარ ხალვაშს შორის, ბერლინში 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა და ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2 „ - ის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა.

ქიბარ ხალვაშის შეფასება, რომ დოკუმენტი ყალბია, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისმა ადვოკატმა პაატა სალიამ.მისი თქმით, დოკუმენტის სიყალბეს ექსპერტიზა დაადასტურებს. საპასუხოდ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტის ნამდვილობას ადასტურებს 3 ექსპერტიზა, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზა. მისივე თქმით, დანიშნულია მეოთხე, დამატებითი ექსპერტიზა ლევან ​სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროშიც, თუმცა ქიბარ ხალვაშს დრო ხელოვნურად გაჰყავს და ხელმოწერის შესადარებელი ნიმუშის წარსადგენად ექსპერტიზის ბიუროში არ ცხადდება.

ყველა ახალი ამბავი

8 იანვარს ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად აშშ-ის 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

8 იანვარს ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად აშშ-ის 50-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. როგორც პენტაგონმა განაცხადა, საქმე ეხება თავის ქალისა და თავის ტვინის ტრავმებს. ამასთან, ცნობაში აღნიშნულია, რომ 30-მდე სამხედრო უკვე დაუბრუნდა სამსახურს.

დაშავებულთა რიცხვი მეტია, ვიდრე ადრე იტყობინებოდნენ. როგორც NBC News-ი იუწყება, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ მსგავსი სიმპტომები ზოგჯერ მოგვიანებით იჩენს თავს.

ირანმა ერაყში სამხედრო ბაზების წინააღმდეგ განახორციელა იერიში პასუხად გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო სანქცირებული. თავდაპირველად აშშ-მა განაცხადა, რომ იერიშის დროს არავინ დაშავებულა, მაგრამ ირანი ათობით მოკლულის შესახებ ლაპარაკობდა.

მოგვიანებით პენტაგონმა აღიარა, რომ დაშავდა 11 ამერიკელი, შემდეგ ეს რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ამასთან, მედია იტყობინებოდა, რომ ირანმა საგანგებოდ განახორციელა დარტყმები „ფრთხილად“, რათა ამერიკელთა შორის დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო.

The Washington Post-ის ცნობით, თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ ირანი იერიშის მიტანას აპირებდა ობიექტებზე, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ. ეს მონაცემები დაზვერვისა და ერაყის ხელისუფლებისგან მოიპოვეს. ამის შედეგად ვაშინგტონმა თავის სამხედროებს უბრძანა, ბუნკერებისთვის შეეფარებინათ თავი.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსული ელექტროენერგიის მოლოდინშია

ენგურჰესი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ სატელეფონო მოლაპარაკება გამართა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან.

დე ფაქტო მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუბარი იყო აფხაზეთში დროებით შექმნილი ენერგოდეფიციტის შევსებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს "რესპუბლიკის" ენერგოუსაფრთხოება.

ნოვაკის ინფორმაციით, ყველა შესაბამის სტრუქტურას მიეცა რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაუყოვნებლივ ორგანიზების დავალება და ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა. აფხაზური მხრიდან მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი ევალება დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ადგურ არძინბას. როდის შეავსებს რუსეთი აფხაზეთის ენერგიდეფიციტს, მითითებული არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტია „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულ დონემდე შემცირების გამო. რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია მკაცრი გრაფიკით მიეწოდება.

რუსეთი ჩინეთთან თანამშრომლობს ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად

რუსეთმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან მიიღო კორონავირუსის გენომი და მასთან ერთობლივად მუშაობს ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე.

ამასობაში იზრდება კორონავირუსით გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი. ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა ახალი სახეობის კორონავირუსით (2019-nCoV). გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 132-ს მიაღწია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ დღეში გამოვლენილია დაავადების 1459 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5974-ია. ეჭვი აქვთ კიდევ 3000-ზე მეტი პაციენტის მიმართ.

ჩინეთში ახალი სახეობის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2002-2003 წლებში გავრცელებული ვირუსით, SARS-ით ინფიცირებულების რაოდენობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში SARS-ით დაავადდა 5327 ადამიანი, მთელ მსოფლიოში კი 8000-ზე მეტი. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დადასტურებულია ათზე მეტ ქვეყანაში. 28 იანვრის საღამოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 50-მდე შემთხვევა გამოვლენილია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

კახა კალაძე კონგრესმენების წერილებზე: კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და ასეთი განცხადებები

კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კონგრესმენების ტონი კატეგორიულად მიუღებელია და მათ განცხადებები სცდება მეგობრული ურთიერთობების ფარგლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოგზავნილი წერილების საკითხის კომენტირებისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები მეგობარ ქვეყანას ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ:

„განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, სცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთი საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას.

ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კომპანია. მხედველობაში მაქვს „ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს.

თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გასული წლის ბოლოდან რამდენიმე ამერიკელმა კონგრესმენმა მიმართა გიორგი გახარიას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კრიტიკით. კონგრესმენების კრიტიკა შეეხებოდა დემოკრატიული პროცესების უკუსვლას, ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირებას, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას და სხვა.

საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასარიდებლად და გავრცელების შემთხვევაში რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ განკარგულება (N164) გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, უწყებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დაევალათ. უწყებათაშორის კოორდინაციას ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს.

გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართული არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა:

  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა:

  • საგანგებო მდგომარეობის დროს, ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიებების კოორდინირება და სამედიცინო დაწესებულებების დაცვა.
  • პაციენტთა ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის მოძრაობაში დახმარება.
  • სახელმწიფო წესრიგის და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაევალა:

  • კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისთვის შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგება და სხვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს:

  • ჩინეთის სახლახო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა:

  • საელჩოების ინფორმირება მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის და საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
  • საქართველო მთავრობის ინფორმირება კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დადგენის შემთხვევების შესახებ.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებისა და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

საქართველომ ასე დროებით შეწყვიტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია.

საქართველოს გადაწყვეტილება უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე.

გია ვოლსკი: მალხაზ მაჩალიკაშვილი არცერთ დაწესებულებაში არ უნდა დაუშვან

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო დაწესებულებებში არ უნდა შეუშვან, სანამ სასამართლო არ დაადგენს, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე კავშირი საქართველოში ტერორისტული ჯგუფის შემოსვლასთან.

ვოლსკიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

„,სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე - სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს, ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ - მაგრამ, იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და, ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა“, - უთხრა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

2017 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩაატარა სპეცოპერაცია ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ. მისი დაჯგუფების ორი წევრი მოკლეს, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. იმავე წლის 26 დეკემბერს, ჩატაევის ჯგუფის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც სპეცრაზმელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს.

მისი მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტებთან შვილის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს და ტყუილს უწოდებს გამოძიების ვერსიას, რომ სპეცრაზმელმა თემირლანს იმის გამო ესროლა, რომ ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა.

რაც შეეხება ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეს, 2018 წლის ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 10, 11, 12 და 13 წლით პატიმრობა მიუსჯა.

კონკრეტულად მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 2019 წლის მაისში, თუმცა, სხვა საქმეზე. მაშინ სუს-მა განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერაქტის ჩადენას გეგმავდა სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს.

მაჩალიკაშვილი "ოცნებიდან" გასულ დეპუტატებს საპარლამენტო კომისიის შექმნაში მხარდაჭერას სთხოვს

პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თხოვნით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასულ დეპუტატებს, მხარი დაუჭირონ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. დეპუტატებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა დეპუტატებთან, თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიასთან ერთად, პარლამენტის შენობის წინ მიმართა მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლის უფლება არ მისცეს.

„გაერთიანებული ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, - ეს პარტიები სრულიად მხარს მიჭერს, რომ შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. დანარჩენი მინდა პირადად მივმართო დიდი თხოვნით იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე „ქართული ოცნებიდან“ გამოვიდნენ და არიან, ასე ვთქვათ, გარეთ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი მიმართვის ადრესატები, კერძოდ, არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, მარიამ ჯაში, ზვიად ძიძიგური, ბიძინა გეგიძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ნინო გოგუაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი ბეგაძე, გედევან ფოფხაძემ, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ზაზა ხუციშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადამიანები მხარს დაუჭერენ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას.

„როდესაც ფორმალურადაც კი პროკურატურამ დაასრულა გამოძიება, ერთადერთი ბერკეტი, რაც გაგვაჩნია, არის ის, რომ შეიქმნას კომისია და აქ გაირკვეს სიმართლე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე“, - განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. დეპუტატ ელენე ხოშტარიას შეფასებით კი, პარლამენტში ოპოზიციური ძალებისა და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების სახით არის იმის რესურსი, რომ კომისია შეიქმნას.

„მე ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში, ამ უკვე დაჩეხილ პარლამენტში ამის რესურსი არის, თუ ეს დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური ძალები ამ კომისიის შექმნას მოაწერენ ხელს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე ბრიფინგის გამართვას პარლამენტის შენობაში აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს.

მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდების არგუმენტით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სენატში საიმპიჩმენტო პროცესზე სენატორები კითხვებს დასვამენ

29 იანვარი აშშ-ის სენატში იქნება მეცხრე დღე პროცესისა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჩამოაშორებენ თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თანამდებობას.

ორი დღის განმავლობაში სენატორებს საერთო ანგარიშით 16 საათი ექნებათ საიმისოდ, რომ კითხვები წერილობით წარუდგინონ სასამართლო პროცესის შვიდ ხელმძღვანელს წარმომადგენელთა პალატიდან, ისევე, როგორც ტრამპის დაცვის გუნდს. სენატორები თავად არ დასვამენ შეკითხვებს, მათ წასაკითხად წარუდგენენ სასამართლოს ხელმძღვანელს, მოსამართლე ჯონ რობერტსს.

შეკითხვების ნაწილის დასრულების შემდეგ, სენატორები გამართავენ კენჭისყრას იმაზე, გამოიძახონ თუ არა პროცესზე მოწმეები ჩვენების მისაცემად. 28 იანვარს საღამოს სენატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიჩ მაკკონელი მიანიშნებდა, ჯერჯერობით არ გროვდება საკმარისი ხმა საიმისოდ, რომ დემოკრატებს არ მიეცეს მოწმეების გამოძახების საშუალებაო, - იუწყებოდა აშშ-ის მედია.

დემოკრატებს სურთ პირადად მოისმინონ ჩვენება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლისგან, ჯონ ბოლტონისგან და შესაძლოა სხვა პირებისგან, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ უკრაინასთან ტრამპის კავშირებთან, რაც იმპიჩმენტის საქმეში უმთავრესი საკითხია.

"თბილისი პრაიდი" პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს

სამოქალაქო მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპელ კოლეგებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასა და „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

„კერძოდ, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება და რომ სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. საგარეო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თითქოსდა, ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულებისთვის - განახორციელა კვლევები და საინფორმაციო კამპანიები. ამავდროულად, მისი თქმით, ხელისუფლების, პოლიტიკოსების საჯარო ფიგურები ლგბტი უფლებებს დიდ ყურადღებას აქცევენ და გმობენ თავდასხმებს და ლგბტი პირების გამოხატვის თავისუფლების დარღვევებს“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

სამოქალაქო მოძრაობა პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეახსენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ღირსების მარშის“ დაცვაზე 2019 წელს პირდაპირი და საჯარო უარი განაცხადა: „რაც გინდათ ის ქენით, ჩვენ არ დაგიცავთ - ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი იმ ურთულესი გამოწვევების პირობებში, რაშიც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და თემის წევრები ვიმყოფებოდით უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

„თბილისი პრაიდის“ განცხადებითვე: „სახელმწიფო არაფერს აკეთებდა თბილისში სიძულვილის ჯგუფების მიერ ღია მუქარებისა და ძალადობის აღსაკვეთად და მეტიც, თავად იყენებდა უკიდურესად არადემოკრატიულ მეთოდებს ჩვენს წინააღმდეგ. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად გვთხოვდა ღირსების მარშის გაუქმებას და საბოლოოდ კი, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაგვადანაშაულა“.

სამოქალაქო მოძრაობა სამწუხაროს უწოდებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას: „პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება. მით უმეტეს რომ თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებში“.

„თბილისი პრაიდი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო მეტი რესურსი მიმართოს რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც სამომავლოდ უხერხული ტყუილების გავრცელების საჭიროებასაც გააქრობს.

არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ტრამპის გეგმას, დაამყაროს მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში

განსხვავებული რეაქცია მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "საუკუნის შეთანხმებას" ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად. ევროპის ქვეყნების რეაქცია ნეიტრალური იყო, მნიშვნელოვანი მუსლიმური ქვეყნებისა კი - კრიტიკული.

გეგმა ითვალისწინებს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ფორმირებას, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, რისი პირობაცაა რამდენიმე ისეთი ზომის მიღება, რომლებსაც ბევრი რთულად მიიჩნევს.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა ტრამპის წინადადებას დაცინვით "საუკუნის სილის გაწვნა" უწოდა. დასავლეთ სანაპიროზე ავტონომიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, აბასმა თქვა, "ჩვენი ხალხი [ამ წინადადებას] ისტორიის სანაგვეზე მიიტანსო".

ბრიუსელში ევროკავშირის ერთ-ერთმა წამყვანმა დიპლომატმა, ჯოზეპ ბორელმა თქვა, ბლოკი "შეისწავლის და შეაფასებს" ტრამპის წინადადებას, იმ პრიზმით, რომ "ორი სახელმწიფოსგან შემდგარი სიცოცხლისუნარიანი გადაწყვეტილება ითვალისწინებდეს როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების ლეგიტიმურ მისწრაფებებს".

მოსკოვიც აცხადებს, რომ შეთანხმებას ესაჭიროება "დეტალური ანალიზი... როცა საქმე ეხება რეაქციებს ორი მხარისგან [პალესტინის ავტონომიისგან და ისრაელისგან] ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში", - განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მდინარაძე: მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პანკისის სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში არჩილ თალაკვაძის გადაწყვეტილებით არ შეუშვეს. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამის უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე აქვს:

„როდესაც არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების კუთხით, პროვოკაციების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია შეზღუდოს საშვის დაშვება და ადამიანის შემოშვება. აქედან გამომდინარე მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორი“, - უთხრა მედიას მამუკა მდინარაძემ აღნიშნულ საკითხზე დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან კამათის შემდეგ.

„საზოგადოება ხედავს, თუ როგორ პროვოკაციაზე მოდიან ეს ადამიანები, ვინც გეგმავენ ამ სპექტაკლებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად. უფრო მეტი შანსია, ბუნებრივია, რომ მათ მეტი მოინდომონ, მეტად პროვოკაციულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, მათ არ მივეცით ამის საშუალება. ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი აზრით, თინა ბოკუჩავას მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ბრიფინგის გამართვა შეეძლო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც, თუმცა მან ეს საგანგებოდ მოინდომა პარლამენტის შენობაში.

„რატომ არ აკეთებს ამას პარტიის ოფისში? იმიტომ, რომ პარლამენტში მოაწყოს პროვოკაცია. რისკზე საუბარი არის აბსოლუტურად რელევანტური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თინა ბოკუჩავას დაცვამ ხელი შეუშალა პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში შესულიყო. მამუკა მდინარაძესთან შეხვედრამდე, დეპუტატი ცდილობდა არჩილ თალაკვაძესთან გაერკვია, რატომ არ შეუშვეს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. საშვი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ჰქონდა დაშვებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

ასლან ბჟანიას "პრეზიდენტობის" კანდიდატად წარსადგენად საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა

ასლან ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟანიას წარადგენს. შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე თავად კანდიდატის რეგისტრაცია ათ დღეში უნდა დასრულდეს. აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე არჩევნები 22 მარტსაა დანიშნული.

ასლან ბჟანია 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური ძალების ბლოკის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი გერმანიის კლინიკაში აღმოჩნდა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ბჟანია მოწამლეს, რადგან ხაჯიმბას დამარცხების რეალური შანსი ჰქონდა. ასლან ბჟანიას ნაცვლად ოპოზიციამ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ალხას კვიცინია დაასახელა.

16 იანვარს, ასლან ბჟანიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ უარი თქვა.

თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან არ შეუშვეს

პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, თინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. მას დაცვის წარმომადგენლებმა თავმჯდომარის მისაღებში გადაადგილება შეუზღუდეს. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს სათქმელი თანაშემწის საშუალებით გადასცა. თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძისგან ითხოვდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს მისცემოდა პარლამენტში შესვლისა და დეპუტატთან ერთად პრესკონფერენციის გამართვის საშუალება:

„ვახა მაჩალიკაშვილს სურს ბრიფინგის გამართვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან [არჩილ თალაკვაძემ] მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დაუშვას ვახა მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში“, - უთხრა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს, რომელიც დეპუტატს დაჰპირდა, რომ არჩილ თალაკვაძეს მის დანაბარებს შეხვედრების დასრულების შემდეგ გადასცემდა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

ის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. საშვი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ჰქონდა დაშვებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

10 მარტიდან ზონალურ-საათობრივი პარკინგი თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება

10 მარტიდან დედაქალაქის მერია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებას ბარათაშვილის ქუჩაზე იწყებს. თბილისის მერის, კახა კალაძის თანახმად, პარკირება უფასო იქნება ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. მისი განმარტებით, განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, სადაც სიახლის შესახებ მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.

„არსებობს ასევე სპეციალური ვებგვერდი, სადაც მიიღებენ სრულ ინფორმაციას, როგორ უნდა მაოხდინონ თავიანთი საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება შესაბამის პორტალზე“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ავტომობილების ზონალურ-საათობრივი პარკინგის საპილოტე პროექტი თბილისში კოტე აფხაზის ქუჩაზ 2019 წლის აგვისტოდან ხორციელდება. ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სისტემა 2019 წლის აგვისტოში დაინერგა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა

პანკისIის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა.

ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთან თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შემობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა შენობაში დაცვის თანამშრომლოებმა არ შეუშვეს.

განმარტების მიუხედავად, რომ მას პარლამენტში შესვლის უფლება ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილი შენობაში მაინც არ შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირებისას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა.

მას ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის, სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.

მაჩალიკაშვილების ინტერესებს ევროსასამართლოში „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონოტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება საქართველოში ფორმალური სახისაა.

საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველომ დროებით შეწყვიტა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში მიზეზად დასახელებულია საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენცია.

საქართველოს გადაწყვეტილება უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე.

ამასთან, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს ჩინეთში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებშივე, ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს, შესაბამის უწყებებს აწვდის ინფორმაციას ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. რეისებს ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ ასრულებს.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV.

29 იანვრის მდგომარეობით, ჩინეთში გარდაცვლილია 132 ადამიანი და ინფიცირებულია 5974.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დადასტურებულია ათზე მეტ ქვეყანაში. 28 იანვრის საღამოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 50-მდე შემთხვევა გამოვლენილია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ირაკლი ბერაია: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ადგილი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რატომ არ უნდა აღიაროს ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება. ამის შესახებ სტრასბურგში, ქართველ ჟურნალისტებს უთხრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს დელეგაციის წევრმა, ირაკლი ბერაიამ.

მისი განცხადებით, რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას: „რუსეთის ფედერაციის ქმედებები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, არამედ ზოგადად, საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“.

ირაკლი ბერაიას თქმით, რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაზე: „რუსეთი უგულებელყოფს ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს და ვიდრე აგრძელებს თავის დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის ფედერაციის ადგილი ამ ორგანიზაციაში არ არის“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების საკითხი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ სტრასბურგში მყოფ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით, დელეგაციის უფლებამოსილება უნდა დამტკიცდეს.

27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ავტომატურად არ დადასტურდა, მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის დელეგაციებმა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ მიიჩნიეს.

სხდომაზე გამოსვლისას ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა საფუძვლად დაასახელა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გადაწყვიტა ბალანსის დარღვევა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში აღარ იმოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რუსეთს არ შეუსრულებია ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს და უკრაინის მიმართ.

ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ აქცია იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ანექსირებული ყირიმიდან უკანონოდ არჩეული დეპუტატები.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა. იმავე დღეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტოლსტოიმ განაცხადა, რომ თუ უფლებამოსილებას შეუზღუდავენ, დელეგაცია ასამბლეას დატოვებს.

PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველი სესიის დაწყების წინ, ეროვნულმა დელეგაციებმა უნდა წარადგინონ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის განაცხადი. უფლებამოსილება ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიმე ქვეყნის დელეგაცია ამას სადავოდ არ გახდის.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

რუსთავში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა სავარაუდოდ, გაზის ნამწვის დაგროვების გამო

რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის ნამწვის დაგროვების გამო ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მათი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები.

კომპანიის თანამშრომლები წინასწარი დათვალიერების საფუძველზე ამბობენ, რომ ინტოქსიკაცია არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

21 იანვარს, რუსთავში, ბუნებრივი გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი.

PACE-ში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დღეს უნდა გადაწყდეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების საკითხი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ სტრასბურგში მყოფ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით, დელეგაციის უფლებამოსილება უნდა დამტკიცდეს.

27 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პირველ სხდომაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება ავტომატურად არ დადასტურდა, მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის დელეგაციებმა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ მიიჩნიეს.

სხდომაზე გამოსვლისას ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისმა საფუძვლად დაასახელა ის ფაქტი, რომ სულ ახლახან, რუსეთმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გადაწყვიტა ბალანსის დარღვევა ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში აღარ იმოქმედებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, რუსეთს არ შეუსრულებია ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს და უკრაინის მიმართ.

ლატვიელმა დეპუტატმა მარია გოლუბევამ კი რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება სადავოდ აქცია იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ამ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ანექსირებული ყირიმიდან უკანონოდ არჩეული დეპუტატები.

რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის განხილვა მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტებს გადაეცა. იმავე დღეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტოლსტოიმ განაცხადა, რომ თუ უფლებამოსილებას შეუზღუდავენ, დელეგაცია ასამბლეას დატოვებს.

PACE-ს რეგლამენტით, წლის პირველი სესიის დაწყების წინ, ეროვნულმა დელეგაციებმა უნდა წარადგინონ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის განაცხადი. უფლებამოსილება ავტომატურად მტკიცდება, თუ რომელიმე ქვეყნის დელეგაცია ამას სადავოდ არ გახდის.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

ჩინეთში 132-მდე გაიზარდა ახალი სახეობის ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV). გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 132-ს მიაღწია.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 29 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთ დღეში გამოვლენილია დაავადების 1459 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5974-ია. ეჭვი აქვთ კიდევ 3000-ზე მეტი პაციენტის მიმართ.

ჩინეთში ახალი სახეობის ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2002-2003 წლებში გავრცელებული ვირუსით, SARS-ით ინფიცირებულების რაოდენობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთში SARS-ით დაავადდა 5327 ადამიანი, მთელ მსოფლიოში კი 8000-ზე მეტი. ამ ვირუსმა 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დადასტურებულია ათზე მეტ ქვეყანაში. 28 იანვრის საღამოს მდგომარეობით, საერთო ჯამში 50-მდე შემთხვევა გამოვლენილია ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

კარიბის ზღვაში ძლიერი მიწისძვრის გამო აშშ-ში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

კარიბის ზღვაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრის გამო, საქართველოს საელჩომ აშშ-ი სანაპირო ზოლის მიმდებარედ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ გაავრცელა შეტყობინება, რომ განმეორებითი ბიძგების და ცუნამის საშიშროების გამო თვალ-ყური ადევნონ და დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულია საკონსულო სამსახურის ტელეფონის ნომერი, რომლითაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ.

7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა 28 იანვარს მოხდა კუბიდან სამხრეთში და იამაიკიდან ჩრდილო-დასავლეთში. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მაიამიში და კაიმანის კუნძულებზე. მიწისძვრას მოჰყვა კიდევ რამდენიმე ბიძგი, მათ შორის 6.1 მაგნიტუდის.

ინფორმაცია, რომ მიწისძვრამ ეპიცენტრის მახლობლად მდებარე ქვეყნებში მსხვერპლი, ან მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მარგველაშვილის თქმით, ლავროვის არშემოშვებით საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყნის იმიჯი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში ილაპარაკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ.

„ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, კი. იმიტომ, რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც, სწორედ, ლავროვისგან გვიცავენ. ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება, ისინი გაღიზიანდნენ? კი, შეიძლება, საქართველოს შესახებ ნეგატიური „პიარი" წავიდეს? კი“, - ამბობს მარგველაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი სხვა ვარიანტის შესახებაც გამოთქვამს მოსაზრებას.

„მეორე მომენტია, ლავროვის არშემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ? ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება, ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები“, - თქვა ექსპრეზიდნეტმა.

გიორგი მარგველაშვილი სერგეი ლავროვის ჩამოსვლის დადებით მხარეებზეც საუბრობს.

„ამ შემთხვევაში მემგონი ლავროვის შემოშვება შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ფაქტობრივად ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, შეხვდება მიუღებლობით. ამ მიუღებლობის ისეთ დონეზე აყვანა, ისე ცივილიზებულად გამოჩენა, ისე წარმოჩინება ჩვენი ევროპელი მაყურებლის წინაშე რამდენად ის ჩვენთვის მიუღებელია და ამავე დროს, რამდენად ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ევროპელებს, ის კი არა, ჩვენ დავთმეთ რამე. ამის ჩვენება, ქართველები, როგორები ვართ: ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ რამდენად ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - თქვა მარგველაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველო - როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას 2020 წლის 14-15 მაისს უმასპინძლებს.

მინისტრთა კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან სტრასბურგში მათი მუდმივი წარმომადგენლებისგან.

2019 წელს გამართულ შეხვედრას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში სერგეი ლავროვი ესწრებოდა.

რუსი დეპუტატი აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-სპიკერად

პიოტრ ტოლსტოი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, პიოტრ ტოლსტოი, 28 იანვარს არჩეულ იქნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-სპიკერად.

პიოტრ ტოლსტოის ასარჩევად საჭირო გახდა კენჭისყრის განმეორებით ჩატარება. რუს დეპუტატს ამ პოსტზე ასარჩევად მხარი დაუჭირა 132 დეპუტატმა, 117 - წინააღმდეგი იყო.

ამგვარად ტოლსტოი ასამბლეის მე-19 ვიცე-სპიკერი გახდა. დანარჩენი18-ვიცე-სპიკერი დაამტკიცეს კენჭისყრის გარეშე.

რუსეთის დელეგაცია, რომელსაც ხმის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდა გასულ წელს.

ამჟამინდელ სესიაზე კვლავ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება, მაგრამ მონიტორინგის კომიტეტმა კენჭისყრით დაადასტურა რუსეთის უფლებამოსილება.

პიოტრ ტოლსტოი რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წარმომადგენლია და მტკიცედ უჭერს მხარს კრემლის საგარეო კურსს, მათ შორის უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით.

კონგრესმენმა ოლსონმა ივანიშვილს უწოდა „მარიონეტი, რომელიც საკუთარ სახლს ანადგურებს“

კონგრესმენი პიტ ოლსონი

რესპულიკელმა კონგრესმენმა პიტ ოლსონმა, რომელმაც მანამდეც გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ფასეულობებისგან უკუსვლისთვის, ამჯერად თავის კრიტიკა უშუალოდ მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტეხასიდან ბიძინა ივანიშვილი შეადარა ცნობილი საბავშვო შოუს "სეზამის ქუჩის" ერთერთ თოჯინას, ოსკარს და უწოდა „მარიონეტი, რომელიც ანდგურებს საკუთარ სახლს“.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტეხასის შტატიდან ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა კონგრესში საკუთარი გამოვლის ვიდეოჩანაწერი და ტექსტი, რომელიც მთავრდება სიტყვებით:

„დღეს წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლის დროს მხარი დავუჭირე საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც სურს წერტილი დაუსვას კორუფციასა და რუსეთის გავლენას თავის ქვეყანაში,“ - წერს კონგრესმენი პიტ ოლსონი.

წარმომადგენლეთა პალატაში კონგრესმენ ოლსონის გამოსვლა, რომელიც ამერიკული ენერგოკომპანია "ფრონტერას" ინტერესებს იცავს, ეხებოდა ამ კომპანიის დავას საქართველოს მთავრობასთან.

უფრო ადრე პიტ ოლსონი შეუერთდა სხვა კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საქართველოს მთავრობის მისამართით.

რესპუბლიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი, ტვიტერის საკუთარ გვერდზე მაშინ წერდა, რომ ეთანხმება კოლეგას, რესპუბლიკელ ადამ კინზინგერს, რომ „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ და რომ "საქართველოს კორუმპირებული მთავრობა თავს ესხმის დემოკრატიულ ფასეულობებს, სისასტიკე გამოიჩინა სამოქალაქო დემონსტრანტების წინააღმდეგ და ანტაგონისტურია აშშ-ის ინვესტიციების მიმართ, რაც ორივე ქვეყანას წაადგებოდა."

ტრამპმა წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 იანვარს წარმოადგინა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოწესრიგების სამშვიდობო გეგმა, რომელიც ემყარება „ორი სახელმწიფოს“ ცნობილ პრინციპს და დაპირისპირების შეწყვეტის სანაცვლოდ ითვალისწინებს ასევე პალესტინის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი, 50 მილიარდი დოლარის მოცულობის, ფინანსურ დახმარებას.

გეგმის თანახმად თითქმის ორჯერ იზრდება პალესტინის გეოგრაფია, თუმცა პალესტინამ უარი უნდა თქვას ისრაელის კონტროლის ქვეშ არსებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იერუსალიმზე, რომელსაც დონალდ ტრამპმა უწოდა „ისრაელის განუყოფელი დედაქალაქი“.

დონალდ ტრამპის გვერდით სამშვიდობო გეგმის პრეზენტაციაზე თეთრ სახლში იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ასევევ აშშ-ის და ისრაელის მთავრობის წევრები.

დონალდ ტრამპის თანახმად 80-გევრდიან დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი სამშვიდობო გეგმის რეალიზების ყველა დეტალი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პალესტინა დიდი ხნის განმავლობაში იყო რეგიონში „პაიკის“ როლში სხვების ხელში, რასაც წერილი უნდა დაესვას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმას და ხაზგასმით განაცხადა, რომ ისრაელი შეინარჩუნებს კონტროლს მდინარე იორდანეს სადავო, დასავლეთ ნაპირზე, იუდეასა და სამარიაში, სადაც 1967 წელს აღმოცენდა ისრაელის დასახლება.

პალესტინელებმა დაგმეს დონალდ ტრამპის გეგმა, რომლის გამოქვეყნებაც მოხდა პალესტინის ლიდერთა მონაწილეობის გარეშე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით.

ბევრი პალესტინელი არ მიიჩნევს აშშ-ებს კონფლიქტის მიუკერძოებელ მხარედ მას შედეგ, რაც დონალდ ტრამპმა გადადგა ისრაელის მხარდამჭერი რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის არის აშშ-ის საელჩოს გადატანა თელ-ავივიდან იერუსალიმში, რასაც არაბები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG